ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში, ამის შესახებ ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისათვის წარმატებული სპორტსმენების თანადგომისა. მათ შეძლეს წარმატება და იმედია ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ“ – განაცხადა ნანა ძაგნიძემ.
შეგახსენებთ, ნანა ძაგნიძე ლოზანაში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპის გამარჯებული გახდა.