ირანში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათში 85 ადამიანი გარდაიცვალა.
ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დღემდე 514 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 1 289 შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი, ირანში ახალი კორონავირუსის 11 364 შემთხვევა არის დადასტურებული.
ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, „კოვიდ 19“-სგან დღემდე 3 529 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დაინფიცირების ახალი შემთხვევები თეირანის, ყუმის, გილანის, ისპაჰანის და მაზანდარანის პროვინციებში გამოვლინდა.
ჩინეთთან, იტალიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად, ირანი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.