„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს ისეთი სასამართლო რომ სდომოდათ , როგორიც განვითარებულ, დასავლურ ქვეყნებშია, ისეთ წნეხში არ ეყოლებოდათ მოსამართლეები და პროკურატურა, როგორშიც ჰყავდათ. გამამართლებელი განაჩენები 1% იყო. თუ ასეთი კარგი ხედვა ჰქონდათ და რამე უნდოდათ, მაშინ შეეძლოთ გაეკეთებინათ. ახლა „ფიცის მწამს, ბოლო მაკვრივებსო“ ანდაზის არ იყოს, ასეთი სიტუაციაა. მე არ მჯერა მათი ცრემლების“
სოფო კილაძე – ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, უზენაესი სასამართლოს წინ, სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ “2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას.