ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა აპრილში მზად ექნებათ

ჩინეთის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მომდევნო თვეში კლინიკური ცდებისთვისა და განსაკუთრებული სიტუაციებისთვის კორონავირუსის ვაქცინა აპრილში მზად ექნებათ.

ამის შესახებ New York Post წერს.

იმისთვის, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგინდეს, სულ მცირე 12-18 თვეა საჭირო, თუმცა, ჩინეთის კანონონმდებლობის მიხედვით, მისი გამოყენება გადაუდებელ სიტუაციებში მანამდეც არის შესაძლებელი, თუ საჭიროება რისკებს აჭარბებს.

ვაქცინაზე მუშაობენ აშშ-შიც, მასაჩუსეტსში მდებარე ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Inc. უკვე გადასცა ვაქცინა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს გამოსაცდელად. პირველადი შედეგები ივლისში, ან აგვისტოში იქნება.

 

 

იტვირთბა....