საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ფინანსური მხარდაჭერის სახით, ის 100 ათასი ლარს გამოყოფს.
ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში საკარანტინო ზონა მოეწყობა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა.
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში“,-ნათქვამია განცხადებაში.