ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ხუთი მოქალაქე შეიყვანეს, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
მიქელაძის განცხადებით, მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან შეიყვანეს და მათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
მისივე ინფორმაციით, ამ ადამიანებს ანალიზები უკვე აუღეს და პასუხები ოთხ საათში გახდება ცნობილი.
„მოქალაქეები სხვა რეგიონიდან შემოვიყვანეთ, აღენიშნებათ ტემპერატურის მატება. ოთხ საათში გვეცოდინება ზუსტი პასუხი. დღემდე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 15 მოქალაქე იყო მოთავსებული საეჭვო სიმპტომებით, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა“,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.