ფოთში, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 6 ადამიანი იმყოფება. მათგან ერთი არასრულწლოვანია, დანარჩენები კი 30 -დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუას განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თითოეული მათგანი იზოლაციის წესებს იცავს.
“ერთი ჩამოსულია იტალიიდან, ერთი საფრანგეთიდან, ოთხი – გერმანიიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. არც ერთს არ აღენიშნება ტემპერატურა, არიან ცალკე იზოლირებულ ოთახში. საკვების მიწოდება ხდება ოჯახის წევრების მიერ დისტანციურად. ზოგს საპირფარეშო და სველი წერტილი საერთო აქვს, მაგრამ მუშავდება. არიან მკაცრად გაფრთხილებულები, იმ შუალედში, როდესაც ჩვენ არ ვურეკავთ, ოდნავაც რომ აუწიოთ ტემპერატურა ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგრძნობენ, დაგვიკავშირდნენ” ,-განაცხადა ზინაიდა გაგუამ.