ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ 4 პირს მაღალი ტემპერატურა აქვს

იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეებიდან 6 ადამიანი ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მათგან 4-ს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. სამი პაციენტი კი საკარანტინო სივრციდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ შემთხვევაში საუბარია ერთი ოჯახის სამ წევრზე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ტემპერატურა უფიქსირდება.

მისივე ცნობით, ამჯამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 მოქალაქე იმყოფება.

“”მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იქ იყო ოჯახი, დედა, ბავშვი და მამა, რომლებიც იყვნენ ჩამოსული და ისინი გადაიყვანეს ბათუმში, სამეთვალყურეოდ, ინფექციურ საავადმყოფოში. ბავშვს სიცხე ჰქონდა. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ჩვენს მოქალაქეს გაუვიდა საკარანტინო ვადა და ვფიქრობთ, რომ დღეს, ხვალ და ზეგ დაახლოებით 5-მდე ადამიანს გავუშვებთ ბინაზე,“ – განაცხადა ლევან გოფოძემ.

იტვირთბა....