საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა პრეზიდენტმა “ნოვაია გაზეტა”-სთან მიცემულ ინტერვიუში მსოფლიო ლიდერებს მიმართა და სამხედრო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდა.
მიხეილ გორბაჩოვმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო საერთო საფრთხის – კორონავირუსის პანდემიის წინაშე დგას, სამხედრო მოქმედებები უნდა შეჩერდეს.
“ჰაერში ომის სუნი დგას, შეაჩერეთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც კატასტროფამდე მივყავართ – ეს არის ის პასუხისმგებლობა, რაც თქვენ ხალხს უნდა აჩვენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა მთელი მსოფლიო ერთი საშიში საფრთხის, კორონავირუსის პანდემიის წინაშე დგას” – აღნიშნა გორბაჩოვმა.
ინტერვიუში გორბაჩოვმა ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების მოსკოვში ვიზიტზე უარის თქმაზეც ისაუბრა, რაც, მისი აზრით, მსოფლიო ლიდერებს დაძაბული ვითარების განმუხტვაში დაეხმარებოდათ.