მთავარი ციტატა

“კორონავირუსის გამო შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს და ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს” – ხუნდაძე

“შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს და ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს. ასევე, საზოგადოებას ვთხოვ, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იყოს შესაბამისი. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ საკარანტინო ზონის კონტროლის მიუხედავად, მოქალაქეების მხრიდან თვითიზოლაციის პირობების დარღვევები შეინიშნება, როცა ისინი გარეთ გამოდიან. შესაძლოა, მეტი კონტაქტი მეტი ზიანის მომტანი იყოს”

დიმიტრი ხუნდაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა. სეგახსენებთ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა დადასტურდა.

იტვირთბა....