ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალურ შეზღუდვებს აწესებს.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეიდან თანამშრომელთა ნაწილი სამსახურებრივ უფლებამოსილებას დისტანციურად განახორციელებს.

ამასთან, დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციურად მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს.

“დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად,  აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს.

საჭიროების შემთხვევაში დისტანციური შრომის რეჟიმზე  მყოფი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს,” – ნათქვამია, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

იტვირთბა....