კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა იტალიაში ათასს გადააჭარბა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში გარდაცვალების 189 და ინფიცირების 2 ათასზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.
საერთო ჯამში იტალიაში კორონავირუსის 15 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 1200-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
10 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.