aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვარზე წარადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, ან საკარანტინო სივრცეში მოთავსდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის გავრცელების ფარგლებში პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება.

საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან ჩამოსული საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს გაივლის. ხოლო ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, საზღვარზე წარადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას ჩატარებული აქვს კვლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლიან.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს რეკომენდაციით მიმართავს,  უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა შესეაბამისი კოორდინაცია, რის გამოც უწყება საელჩოებსა და ელჩებთან მსგავსი ტიპის კომუნიკაციას ყოველდღიურ რჟიმში განაგრძობს.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე დაინფიცირებულთა რაოდენობა 25 გახდა.

იტვირთბა....