ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას, ტრამპი შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელსაც მოგვიანებით ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, შეხვედრის დროს მისთვის ხელი არ ჩამოურთმევია.

BBC წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბრაზილიელ პოლიტიკოსთან პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, “კოვიდ-19”-ზე ტესტის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

 

იტვირთბა....