ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით დაინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა” – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “ქრონიკასთან” კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში, ყველა კლინიკის მასშტაბით 64 პაციენტი იმყოფება და აქედან 25 პაციენტს აქვს დადასტურებული კორონავირუსი.

​„მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მხოლოდ 7 პაციენტია საყურადღებო, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან განთავსებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საკარანტინო ზონაში 309 პაციენტი იმყოფება. ასევე ველოდებით დამატებითი მგზავრების მიღებას და ამისთვის საკარანტინო ზონები მომზადებულია. ხოლო 1100 პაციენტი იმყოფება თვითიზოლაციაში და მათზეც მიმდინარეობს მონიტორინგი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 49.

მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....