ბოლო მონაცემებით იტალიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 188-ით გაიზარდა. ინფექციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1015 ადამიანს შეადგენს.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში, კორონავირუსის 2 650 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 15 112 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.