აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
„ირანიდან დაბრუნებულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ, 1969 წელს დაბადებულმა ქალბატონმა, რომელიც იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა, ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებთან დაკავშირებით საავადმყოფოს მიმართა. მძიმე აუტოიმუნური დაავადებისა და თირკმელების უკმარისობის პარალელურად, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით 15 ადამიანია დაინფიცირებული.