FIE(ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია)-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მომდევნო 30 დღის განმავლობაში გასამართი ყველა საერთაშორისო ტურნირი შეაჩერა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.
FIE-მ აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაზე “პანდემიის შესახებ” COVID-19 ვირუსის გავრცელების შესახებ, მთელ მსოფლიოში მიიღო.
FIE– ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გადადებულ ტურნირთა შორის ის შეჯიბრებებიცაა, სადაც ქართველი მოფარიკავეების მონაწილეობა იყო დაგეგმილი. ხმალში ვაჟთა შორის უნგრეთის, ქალთა შორის ბელგიის მსოფლიო თასი, ასევე კადეტ და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აშშ-ში სოლტ ლეიკ სიტიში უნდა ჩატარებულიყო. შესაბამისად, გახანგრძლივდა, ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო პერიოდი, რომელიც მარტის ბოლოს სრულდებოდა.
FIE განახლებულ კალენდარს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, გადადებული მსოფლიო თასები მაისში ჩატარდება, რაც შეეხება კადეტ და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატს, ის, სავარაუდოდ, ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჩატარდება.