ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუკა რჩეულიშვილს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო პატიმრობა შეეფარდა

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა, რის გამოც სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ჰქონდა გამოწერილი.

როგორც სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, გუკა რჩეულიშვილს ბრალი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აქვს წაყენებული.

რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს, რომ რჩეულიშვილის სამძებრო ღონისძიება განხორციელდეს და მისი დაკავება მოხდეს.

 

 

იტვირთბა....