„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პოლიტპატიმრების საკითხზე პირობა არ შესრულდა, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ.
როგორც სადამაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია შეთანხმებას მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით დათანხმდა, თუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები გათავისუფლდებოდნენ.
„ეს არის ის პოზიცია, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ მოლაპარაკებების პროცესში არაერთხელ, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ საქმის კურსში იყო ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირვევე დღიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები. ან შესრულდება ყველა ის პირობა მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე, რომელიც აიღო ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ან ჩვენი მხრიდან არ იქნება მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილების”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.