„როცა ორივე ნაწილი იქნება შესრულებული, მაშინ დავუბრუნდებით საპარლამენტო ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოიკოტის რეჟიმში დავრჩებით. სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ. შეთანხმების ერთი ნაწილი მოგვწონს, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, მაგრამ პროცესში მონაწილეობას მანამდე არ მივიღებთ, სანამ მეორე ნაწილის შესრულება არ დაიწყება, რასაც ჰქვია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გამოშვება“
რომან გოცირიძე – „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე
შეგახსენებთ, ოპოზიცია და “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც ითვალისწინებს, რასაც მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ.