aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის გაუფასურება კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას უკავშირდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, გაზრდილი გაურკვევლობა  მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სებ- ის განცხადებით ლარის გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, მათ შორის კორონავირუსის პანდემიამ და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნამ.

“აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება. მეორე მხრივ, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია”, – წერია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....