ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ “კოვიდ-19”-ის ეპიდემიის პიკი გადაიარა.
ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ერთი დღის განმავლობაში, ვირუსით მხოლოდ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 318 კი, გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს 114 ქვეყანაში არის გავრცელებული.