საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და იმ მოლოდინს, რომ დათბობასთან ერთად, ვირუსი გაქრება.
წულუკიანის განცხადებით, ამის არავითარი მოლოდინი არ არსებობს და მსგავსი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.
წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ გამოიჩინოს მაღალი დონის პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვის მიმართ.
„მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები არის კატეგორიულად მიუღებელი, უფრო მძიმე შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან არ არსებობს არავითარი მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ ტემპერატურის მომატებასთან ერთად ან ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად კორონავირუსი თავისით დაგვანებებს თავს.
ამგვარი გონივრული პროგნოზი არარსებულია. შესაბამისად, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მაღალი დონის პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანების მიმართ“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ წულუკიანის უწყების თანამშრომლების ნაწილი, საქმიანობას დისტანციურად განხორციელებას.
შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობას და საქართველოს ყველა უწყებას რეკომენდაცია მისცა, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე.