“საქართველოს მთავრობის და საქართველოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში”, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა წესების გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მკაცრდება.
გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითიზოლაციის წესების აღსრულების კონტროლი დაავალა.
მანვე ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენა დაავალა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება.