“ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ჩემს თანაშემწესა და მის ოჯახზე გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, იყო დაბალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამინისტროში, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მასაც არ დაუფიქსირდება. ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა, რომელიც იყო ნეგატიური კორონავირუსზე. ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა შორის ერთი ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწის მეუღლეა.