ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წულუკიანის თქმით, პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილამდე თავისუფლდებიან

“პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მივმართავ პრობაციონერებს, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. გამოუცხადებლობა ყველას ჩაეთვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამას არ მოჰყვება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....