ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები, შესაძლოა, ქორწილებსა და ქელეხებსაც შეეხოს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ დამატებითი შეზღუდვები გახდეს საჭირო.

„ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა ფიქსირდება.

იტვირთბა....