ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვავალებ შსს-ს, თვითიზოლაციის ზუსტი და შესაბამისი წესების აღსრულების კონტროლი უზრუნველყოს” – გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაა.

“ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება,  ვირუსის მატარებლები იყვნენ, აქვთ გარკვეული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ ზუსტი და შესაბამისი წესების შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომლებიც განსაზღვრული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ მინისტრმა წესების გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მკაცრდება.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის “კოვიდ-19”-ის 24 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

იტვირთბა....