ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველას ჰგონია და ყველამ ასე იცის, რომ ეს ვირუსი მხოლოდ სასუნთქი გზების დაავადებაა, მაგრამ არა!” – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კორონავირუსის წვეთოვანი გზის გარდა, არსებობს ფეკალურ-ორალური გადაცემაც.

„ყველას ჰგონია და ყველამ ასე იცის, რომ ეს ვირუსი მხოლოდ სასუნთქი გზების დაავადებაა, მაგრამ არა! კორონავირუსები რეპლიკაციას განიცდის, ანუ მრავლდება სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. განსაკუთრებით, ნაწლავებში და ის ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ყურადღება არ მახვილდება, მაგრამ სპეციალისტებმა იციან და გვაფრთხილებენ, რომ წვეთოვანი გზის გარდა, არსებობს ფეკალურ-ორალური გადაცემაც, ფეკალიებით დაბინძურებულ საგნებზე ხელის შეხებით. ასე რომ, შესაძლოა, ნაწლავები ამ ვირუსის გამრავლების უფრო მნიშვნელოვანი ადგილიც კია, ვიდრე სასუნთქი სისტემა.” – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....