ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 827-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსის ინფექციით დაინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 313 ადამიანით გაიზარდა. საერთო ჯამში კი 12 462-ს შეადგენს.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ანჯელო ბორელის განაცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად დაიღუპა 196 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს აღწევს.

„ჩვენ დავაფიქსირეთ 196 ლეტალური ფაქტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 41-ით გაიზარდა და 1045 ადამიანი შეადგინა.“, – აღნიშნა ბორელიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის 124 910 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4 585 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 67 050.

საქართველოში კი დღეს, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....