ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება” – გამყრელიძე

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ ალბათ, პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ინფექცია ოდნავ რთულია, ვიდრე გრიპი და გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ ის დაძლევადია.

“ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ინფექცია ოდნავ რთულია, ვიდრე გრიპი და გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ ის დაძლევადია. ნამდვილად დაძლევადია. იგივე ტედ როსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ ალბათ, პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება. ყველაზე დიდი პანდემიები, რაც ყოფილა მედიცინის ისტორიაში, მაგალითად გრიპის პანდემია, რომელმაც 5 მილიონი ადამიანი შეიწირა, 5 წელიწადი გაგრძელდა.”

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....