ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩინეთი იმ დონემდეც კი მივიდა, რომ ახლა ნერვიულობს ვინმემ არ ჩამოუტანოს ახალი ინფექცია უცხოეთიდან” – კულუმბეგოვი

“ჩინეთთან მიმართებაში ძალიან დადებითი ტენდენციებია და ჩინეთი იმ დონემდეც კი მივიდა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, რომ ახლა ნერვიულობს ვინმემ არ ჩამოუტანოს ახალი ინფექცია უცხოეთიდან და ამის კონტროლი დაიწყეს. დღეს ჩინეთს აქვს 20 და 25 შემთხვევა. დაავადება დამთავრდა, დაწყებიდან თვენახევარში დაიწყო კლების ტენდენცია. ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ზოგადად გლობალური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ევროპაში რადგანაც დაგვიანდა ეს პიკური სიტუაცია, მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში იყოს უკვე კლების ტენდენცია, როცა იტალიამ მთავარმა საფრთხემ ევროპის ჩაკეტა ქვეყანა.”

ბიძინა კულუმბეგოვი – ექიმი

“ტვ პირველი”

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....