ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის 24-ე შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, საქართველოში დღეს დადასტურებულ კორონავირუსის კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, კორონავირუსის 24-ე შემთხვევაც იტალიასთან არის დაკავშირებული.

„ვადასტურებ, რომ დადასტურდა კორონავირუსის 24-ე შემთხვევა, ლუგარის ცენტრში დაახლოებით საათნახევრის წინ. გიდასტურებთ, რომ ეს შემთხვევა გარკვეულად არის დაკავშირებული იტალიასთან, მაგრამ პერსონალურ ინფორმაციას ახლა მე ვერ გავამჟღავნებ,რადგან გარკვეული წესია, როგორ უნდა მივიდეს შეტყობინება ადამიანთან, საავადმყოფოსთან და ა.შ. როდესაც შეტყობინება მივა, ამის შემდეგ იქნება მეტი იფნორმაცია. მდგომარეობა ნორმალურია, ადამიანი კლინიკურად კარგად არის. ასევე სხვა დაინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო.” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....