ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის მთავრობის წევრები წლის ბოლომდე პრემიებზე უარს ამბობენ

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტარები წლის ბოლომდე პრემიების აღებაზე უარს იტყვიან. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიების საკითხი შესრულებული სამუშაოს შდეგების მიხედვით გადაწყდება, ხოლო მისი გამოყოფის საკითხი საჯარო განხილვის საგანი გახდება.

“ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა მნიშვნელოვანია. კაბინეტის წევრებმა უარი განაცხადეს წლის ბოლომდე პრემიების აღებაზე. ამ საკითხს შესრულებული სამუშაოსა და მიღწეული შედეგების მიხედვით გადაწყდება.

საკითხის გადაწყვეტა ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე არ ჩაივლის”, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

იტვირთბა....