“ამას უნდა ველოდოთ, მატება იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღეს, რომ როგორმე მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ შიდა გადაცემას ანუ შიდა გავრცელებას, მესამეულ და მეოთხეულს. მაქსიმალურად შევზღუდოთ შემმოტანა ინფექციის და რაც მთავარია სწრაფად მოვახდინოთ იდენტიფიცირება ინფიცირებულების და იმათი სწრაფი დახმარება ადრეულ ეტაპზე. ადრეულ ეტაპზე სწრაფ დახმარებას აქვს ძალიან დიდი ეფექტი გამოჯანმრთელებისთვის.”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი – ამირან გამყრელიძე
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.