“ჩვენ გვაქვს ლუგარში დაახლოებით, 3 ათასამდე ადამიანის გამოკვლევის რესურსი. დღემდე გავაკეთეთ 500-მდე. მაგრამ მეტი დაგვჭირდება. უკვე შეკვეთილი გვაქვს და ეს დავალება მიცემულია, რომ ამ თვის ბოლომდე უნდა გვქონდეს 20 ათასი ლაბორატორიული კვლევის საშუალება. წავედით დეცენტრალიზაციაზე იმიტომ, რომ ლუგარი ამას მარტო ვერ აუვა.”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი – ამირან გამყრელიძე
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.