ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პაციენტი, რომელსაც ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა შესაძლოა 24 საათში გაეწეროს” – იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, პაციენტი იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჯანმრთელად, თუ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი არ გამოუვლინდება.

„პირველ ავადმყოფს ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა. გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. ავადმყოფობა მსუბუქ შემთხვევაში, ისევე როგორც ინკუბაციური პერიოდი, 14 დღე გრძელდება. სიმპტომები რადგან მას უკვე აღარ აქვს ორი დღეა, საერთოდ არანაირი სიმპტომი აღარ აქვს, ამიტომ მოხდება მისი ტესტირება 24 საათის განმავლობაში ორჯერ: ანუ დღესაც და მეორე დღესაც მოხდება კიდე ტესტირება. თუ ეს ორი პასუხი იქნება უარყოფითი, ის გაეწერება“, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....