დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით, “ტვ პირველის” ეთერში განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, მდგომარეობა სერიოზულია, რადგან უკვე ყველა კონტინენტზე აღინიშნება ვირუსით ინფიცირება.
“სიტუაცია გლობალურად უარესდება. ჩინეთი ჯერ ბოლომდე ვერ მოერია, მაგრამ სერიოზული პროგრესია დაავადების, ბოლო სამი კვირის ცოტა მეტის განმავლობაში არის ძალიან დინამიური ქვესვლა, როგორც ახალი შემთხვევების ყოველდღიურის, ისე სიკვდილიანობის მოდის ქვემოთ. რაც შეეხება ჩინეთს გარეთ დანარჩენ ქვეყნებს, ასეთია უკვე 120 ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში უკვე გვაქვს ჩინეთის ნახევარი. ანუ ჩინეთში თუ არის 80 ათასი დადასტურებული შემთხვევა, ჩინეთს გარეთ ჩვენ გვაქვს 42 ათასი შემთხვევა. ეს უკვე სერიოზული მინიშნებაა იმაზე, რომ მიმდინარეობს ეპიდემიის განვრცობა. უკვე ყველა კონტინენტზე გვაქვს, უკვე 120 ქვეყანა ბევრია. უმრავლესობა გაეროს წევრი ქვეყნების, ამიტომ მდგომარეობა სერიოზულია.” – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.