“მინდა გაცნობოთ, რომ მომდევნო 12 საათის განმავლობაში გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას” – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისათვის არც ერთი პარლამენტარი და პარლამენტის თანამშრომელი კარანტინის რეჟიმში არ იმყოფება და არ აქვს დადასტურებული ახალი კორონავირუსით ინფექცია.
„მინდა გაცნობოთ, რომ მომდევნო 12 საათის განმავლობაში გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას. ძირითადად ეს იქნება, თვითიზოლაციასთან თუ კარანტინთან დაკავშირებული, ასევე სამედიცინო სამსახურებთან კონსულტაციისთვის, თუ იმ ადამიანებთან დაკავშირებული სცენარები, რომლებიც შესაძლოა, მოგზაურობდნენ მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებში. ამ მომენტისთვის არც ერთი პარლამენტარი და არც ერთი პარლამენტის თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. შესაბამისად, პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებმაც დროულად მოგვაწოდეს რეკომენდაციები და ასევე ყველა ჩვენს თანამშრომელს, ვინც დაიცვა ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა თალაკვაძემ.