ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვხედავთ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტკინებული ოპოზიციის და იმ უსუსური ხელისუფლების გარიგებას, რომელსაც მუქარის შესრულებაც არ შეუძლია”

„ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ახლა 30 მაჟორიტარს რომ თანხმდებიან და რომლებიც მაჟორიტარობის აპრიორი წინააღმდეგნი იყვნენ, მათ მინდა ვკითხო, საარჩევნო კამპანიას როგორ შეასრულებთ – კი არ მინდოდა, მაგრამ ხელისუფლებამ იძულებული გამხადა, ამიტომ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ ახლა ამირჩიეთ და მერე აღარ გნახავთ?!“ – ასე ეხმიანენა ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებას პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და აღნიშნულ შეთანხმებას შეხმატკბილებულ გარიგებას ადარებს.

„20 ივნისს მე ხალხის გადაწყვეტილებას დავუჭირე მხარი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ამ ოპოზიციის ნაწილი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი ამ ოპოზიციას და ახლა მით უმეტეს გაათმაგებული ძალებით გავაგრძელებ, რადგან ეს ორი ძალა ძალიან ბედნიერები გამოიყურებიან ასე შეხმატკბილებულები.

გასაგებია, რომ 120 დეპუტატი სიით, ნამდვილად ჯობია ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ იმ დანარჩენი 30-ის ბედი?! ფაქტია, 10 მაჟორიტარს აძლევენ ქალაქებს, სადაც „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პირწმინდად წააგო და ახლა აქცენტები გადააქვს რეგიონებში, სადაც მანიპულირების მეტი საშუალება აქვს.

ამასთან, იქმნება იმხელა ოლქები, სადაც მაჟორიტარები თავის ფუნქციებს უბრალოდ ვერ შეასრულებენ. ან ერთმა კანდიდატმა როგორ უნდა „იომოს“ ხუთი გამგებლის წინააღმდეგ? და როდესაც ამ ყველაფერზე თანხმდები, ე.ი. ხელისუფლებას აძლევ „ფორას“, იმ ხელისუფლებას, რომელმაც ხან სამი თითი გვაჩვენა, ხანაც „თემა დახურა“…  მოკლედ, ახლა ვუყურებთ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტკინებული ოპოზიციის და იმ უსუსური ხელისუფლების გარიგებას, რომელსაც დაპირების კი არა, მუქარის შესრულებაც არ შეუძლია“, – ამბობს ჭიჭინაძე.

 

იტვირთბა....