ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დარბაზში მიმდინარე პროცესზე ხმაური იყო.
ადვოკატები, რომლებიც თბილისში თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გამოცხადნენ.
ადვოკატებმა პროცესზე თავად განაცხადეს, რომ კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდნნე. მათივე ცნობით, ერთ-ერთ მათგანს კი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.
ხმაურის ფონზე პროცესი შეწყდა და შენობიდან ყველა თანამშრომლის ევაკუირება მოხდა..
შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. ხოლო, ადვოკატებმა ისე დატოვეს შენობა, რომ ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია.