ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, გლდანში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 177-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, სხვა დეტალები უცნობია.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება სსსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....