ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 354-ს მიაღწია. ქვეყანაში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 9 000 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განკურნებულია 2 954 ადამიანი.
ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა ბაჰრეინმა. ევაკუირებული 165 ადამიანიდან ახალი ვირუსი 77-ს დაუდასტურდა.
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკვე დადასტურებულია მონღოლეთში.
“კოვიდ-19” -ის პირველი შემთხვევებია დაფიქსირებული ასევე თურქეთსა და იამაიკაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში.