დონალდ ტრამპი 9 მაისის ღონისძიებებზე დასასწრებად მოსკოვში არ გაემგზავრება, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებულ კრემლის მოწვევას უარით უპასუხა.
ტრამპის განცხადებით, ის აფასებს მოწვევას, თუმცა საზეიმო ღონისძიებები მოსკოვში აშშ-ში აქტიურ პოლიტიკურ სეზონს ემთხვევა.