უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, ოპოზიცია კლანურ მმართველობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, ოთარ კახიძის განცხადებით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურა სპეციალურად შეირჩა, რადგან ის მმართველი კლანის ინტერესებს წარმოადგენს.
“გვახსოვს, რომ ნინო ქადაგიძე იყო 2018 წლის დეკემბერში წარმოდგენილ 10 პირიან სიაში. შესაბამისად, ის წარმოადგენს სასამართლოს მმართველ კლანს და მმართველი კლანის ინტერესებს. აგრეთვე იგი აქტიურობდა სოციალურ ქსელში, როდესაც უერთდებოდა და იწონებდა ბატონი მეთოფიშვილის, სასამართლოს მმართველი კლანის თვალსაჩინო წარმომადგენლის, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ განცხადებებს.
მასთან ჩატარებულმა გასაუბრებებმა ნათლად აჩვენა, რომ საკითხებზე, რომელიც არის პირველი-მეორე კურსის სტუდენტების მასალა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დამაჯერებელ პასუხებს ვერ იძლევა, რაც არის დიდი პრობლემა მართლმსაჯულების სისტემისთვის,” ,- ავცადებს ოთარ კახიძე.