„შეუძლებელია, იმ ადამიანს პოლიტპატიმარი ეწოდოს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს 50 მილიონი მოპარა. პირდაპირ ეთერში ყველამ ვნახეთ კადრები, თუ როგორ ხდებოდა პოლიციელებზე ძალადობა. ამ ადამიანებთან მიმართებაში, რომელ პოლიტპატიმრის სტატუსზეა საუბარი? გიგი უგულავა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი, თავად არ გაასაჩივრა მისი დამნაშავედ გამოტანილი გადაწყვეტილება და ეს არის საფუძველი, რომ ვინმეს პოლიტპატიმრის სტატუსზე ვისაუბროთ? – შეუძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ ბრალდებების ქვეშ მყოფ პირებთან მიმართებაში ვინმეს პოლიტპატიმრის სტატუსზე საუბარი”
ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე