მთავარი ციტატა

“იმ 20 პაციენტზე, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, განსაკუთრებული კვლევები ტარდება” – ენდელაძე

“ჯერ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თითო ექიმის მზრუნველობის ქვეშ 3, 4 ან 5 პაციენტი იყოს. მე ყოველდღე, დღეში 2-ჯერ ყველა პაციენტს ვნახულობ. ისინი სრული მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს კლინიკაში, იმ 20 პაციენტზე, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, განსაკუთრებული კვლევები ტარდება, ისეთები, რომლებიც მათ რუტინულ კველვაში არ იგულისხმება. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვუდგებით თითოეულ პაციენტს და დიდი იმედი გვაქვს, რომ რომელიმე პაციენტის მდგომარეობა ფატალურად არ დასრულდება”

მარინა ენდელაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა დადასტურდა.

იტვირთბა....