ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვყავს ერთი მძიმე პაციენტი და  გვაქვს 4 დადასტურებული პნევმონია, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”- ეზუგბაია

ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 20 პაციენტი იმყოფება.

ეზუგბაიას ცნობითვე,  ამჟამად არის 4 დადასტურებული პნევმონია, რომელთა მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია.

მისივე თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რომლის მდგომარეობა “არც უმჯობესდება და არც უარესდება”.

„ამ ეტაპზე, ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. ჯერჯერობით, რჩება უცვლელი სიტუაცია, გვყავს ერთი მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარება არ უმჯობესდება, მაგრამ  არ უარესდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება.  გვაქვს 4 დადასტურებული პნევმონია, რომელთა მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი, გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში, ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 23 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა შორისდ ერთ-ერთი 12 წლის მოზარდია. 

 

 

იტვირთბა....