თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. “კოვიდ-19” ევროპიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ბოლივიაშიც.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა და ფატალური ფაქტების რაოდენობა გაიზარდა დიდ ბრიტანეთში. ინფიცირებულთა შორისაა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი. 36 -მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში კი გარდაცვალების 33 შემთხვევა დასტურდება.
ამავე დროს, “კოვიდ-19”-ის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში.